პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ 8 იანვარს, გვიან ღამით შეხვედრა გამართა საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენლებთან, რათა საპარლამენტო არჩევნების თარიღზე შეეთანხმებინა.
შეხვედრას ყველა ფრაქცია ესწრებოდა, გარდა „სოციალისტებისა“ და „მრეწველებისა.“ როგორც შეხვედრის შემდეგ ფრაქციების წარმომადგენლებმა განაცხაცეს საპარლამენტო არჩევნები 21 მარტისთვის დაინიშნება, თუმცა ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას ნინო ბურჯანაძე დღეს გააკეთებს.
ამ თარიღის წინააღმდეგ „ახალი მემარჯვენეები“ გამოდიან, რომლებიც არჩევნების ივნისისთვის დანიშვნას უჭერდნენ მხარს.
საპარლამენტო არჩევნების თარიღი დღეს გახდება ცნობილი
