აჭარის ლიდერმა ასლან აბაშიძემ 7 იანვარს განაცხადა, რომ ავტონომიურ რესპუბლიკაში საგანგებო მდგომარეობა განახლდა.
საგანგებო მდგომარეობა, რომელიც აჭარაში ნოემბრის „ხავერდოვანი რევოლუციის“ დროს გამოცხადდა, 3 იანვარს დროებით შეწყდა 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად.
საგანგებო მდგომარეობისათან ერთად დაიწყო ახალგაზრდული მოძრაობა „კმარას“ წევრების დევნა აჭარის სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ.
მოძრაობის რამდენიმე წარმომადგენელი თავიანთ ოჯახის წევრებთან ერთად, 6 იანვარს დააპატიმრეს; მოგვიანებით „კმარას“ აქტივისტები გაათავისუფლეს, თუმცა მათი ოჯახის წევრები კვლავ პატიმრობაში იმყოფებიან.
აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტრო გამორიცხავს პოლიტიკურ რეპრესიებს ოპონენტების წინააღმდეგ და აცხადებს, რომ პოლიციამ „კმარას“ აქტივისტების ბინებში ნარკოტიკები და ასაფეთქებელი ნივთიერებები იპოვა.
ადამიანთა უფლებათა დამცველებმა უკვე გამოხატეს პროტესტი ინციდენტთან დაკავშირებით.
სახელმწიფო მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ ადამიანთა უფლებების დაცვის აქტივისტებისა და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დაკავებას უკანონო უწოდა. „ამის გაკეთება დაუშვებელია ახალ საქართველოში“ – დასძინა მან.
აჭარაში საგანგებო მდგომარეობა განახლდა
