მიხეილ სააკაშვილს დღეს სატელეფონო საუბარი ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტთან ჯორჯ ბუშთან და სახელმწიფო მდივანთან კოლინ პაუელთან.
აშშ-ის პრეზიდენტმა და სახელმწიფო მდივანმა სააკაშვილს 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მოულოცეს და შემდგომი წარმატება უსურვეს.
ჯორჯ ბუშის განცხადებით, „ამერიკის შეერთებული შტატები დიდ იმედებს ამყარებს საქართველოს ახალ ხელმძღვანელობაზე“.
აშშ-ის პრეზიდენტმა და სახელმწიფო მდივანმა საქართველოს ყველა საკითხში, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების საკითხში, დახმარების აღმოჩენას დაპირდნენ.