ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით, კოდორის ხეობაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების ვადამ 12 იანვრამდე გადაიწია.
ცუდი ამინდის გამო ხეობაში ვერ მოხერხდა საჭირო მოწყობილობებისა და საარჩევნო ბიულეტენების ჩატანა.
ცსკო-ს თავჯდომარის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, თუ ამინდი ხეობაში დათქმულ ვადამდე არ გამოსწორდება, ცსკო კოდორის მონაცემების გარეშე გამოაქვეყნებს ხმების დათვლის შემაჯამებელ ოქმს.
ამომრჩეველთა ხმების 25% დათვლის მონაცემებით, მიხეილ სააკაშვილმა 96% მიიღო საპრეზიდენტო არჩევნებზე. ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ეს მონაცემები მნიშვნელოვნად შეიცვალოს მას შემდეგ, რაც 12 იანვარს საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება.