გაზეთ „გარდიანის“ ცნობით, პენტაგონმა საქართველოს შეიარაღებული ძალების წვრთნისა და აღჭურვისთვის აშშ-ის გადამდგარი სამხედრო ოფიცერთა ჯგუფი დაიქირავა.
აშშ-მა პროგრამის განსახორციელებლად ხელშეკრულება ამერიკულ კერძო ფირმა „კუბიკთან“ გააფორმა. კონტრაქტი სამწლიანია და მისი ღირებულება 15 მილიონ დოლარს შეადგენს. კონტრაქტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის დახმარების აღმოჩენას ითვალისწინებს.
აშშ-მა უკვე გამოყო 64 მილიონი დოლარი „წვრთნისა და აღჭურვის“ პროგრამისთვის, რომლის განხორციელებაც 2002 წელს დაიწყო. ოთხი ქართული ბატალიონი უკვე მომზადდა პროგრამის ფარგლებში. მეხუთე ბატალიონის მომზადება იარვარში დაიწყება.
აშშ-ის თავდაცვის მდივნის დონალდ რამსფელდის საქართველოში ვიზიტის დროს ქვეყნის ხელისუფლებამ თხოვნით მიმართა შეერთებულ შტატებს განაგრძოს საქართველოს შეიარაღებული ძალების დახმარება.