ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრმა ამირან გამყრელიძემ დღეს თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა. იგი ახალ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას მოითხოვს.


„მინდა მიხეილ სააკაშვილს შევხვდე და ჯანდაცვის სფეროში არსებული სიტუაცია გავაცნო“, – განაცხადა გამყრელიძემ 6 იანვარს.
 
ამირან გამყრელიძემ ჯანდაცვის მინისტრის პოსტი 2002 წელს დაიკავა.

Exit mobile version