ცსკო-ს უკანასკნელი მონაცემები

ცსკ-ოში პირველი ოქმის მონაცემი ტაშკენტის საარჩევნო უბნიდან შემოვიდა. ამ ოქმის მიხედვით 75 ხმა მიხეილ სააკაშვილმა მიიღო, 2 ხმა ზურაბ ქელეხსაშვიმა, ხოლო 2 ხმა ყველას წინააღმდეგ.

ზურაბ ჭიაბერაშვილი დაპირდა საზოგადოებას, რომ ასეთი ოპერატიულობით გაგრძელდება მონაცემების მიწოდება და არჩევნების შედეგების წინასწარი მონაცემი 5 იანვრის დილისთვის უკვე ცნობილი იქნება. Oოქმები, რომლებიც ცსკ-ოში შევა, დაუყოვნებლივ განთავსდება ინტერნეტში.

19:00 საათისათვის ამომრჩეველთა აქტივობის წინასწარი მონაცემი 1,6 მილიონზე მეტია.

“ეს იმდენად დამაჯერებელი რაოდენობაა, რომ შეიძლება თამამად ითქვას, რომ არჩევენები შედგა”, განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. მანვე აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია, რომ დათვლის პროცედურა ნორმალურად წარიმართოს.

ჭიაბერაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ აჭარაში, ისევე როგორც დანარჩენ საქართველოში არ იქნება გამოყენებული 2 ნოემბრის საარჩევნო სიები, რადგან მათ მიმართ ნდობა დაბალია. აჭარაში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობად მხოლოდ რეგისტრირებული ამომრჩეველი ჩაითვლება.

4 იანვარს დაფიქსირდა უპრეცედენტოდ მცირე დარღვევები. ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ “სამართლიანი არჩევენბიდან” შემოსულ დარღვევებზე ცსკ-ო დაუყოვნებლივ ახდენს რეაგირებას.

მისი თქმით, არჩევენბთან დაკავშირებით პრეტენზიები არ გამოუთქვამთ საერთაშორისო დამკვირვებლებს. დარღვევების ფაქტები, რომელიც მთელი დღის მანძილზე ფიქსირდებოდა ძირითადად მარკირების პროცედურას ეხებოდა.

ეუთოს დამკვირვებელთა მისია პირველ შეფასებებს 5 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთებს.

Exit mobile version