ასლან აბაშიძე საარჩევნო უბანზე გამოცხადდა

ასლან აბაშიძე, არჩევნების დასრულებამდე რამოდენიმე წუთით ადრე, ბათუმის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე გამოცხადდა და საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, თუმცა მანამდე აცხადებდა, რომ მისი პარტია – “აღორძინების კავშირი” არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებდა.

“ჩვენ გვჭირდება ერთობა და ამიტომ მოვედი დღეს აქ” – განუცხადა ჟურნალისტებს აბაშიძემ.

მისი თქმით ახალმა პრეზიდენტმა უარი უნდა თქვას წინა ხელისუფლების მიერ არჩეულ “კონფრონტაციულ პოლიტიკაზე,” რამაც “საქართველოს დანაწევრება გამოიწვია.”

Exit mobile version