წინასწარი მონაცემებით, რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები შედგა

ცენტრალური საარჩევნო კომისია 17 საათისთვის ამომრჩეველთა რაოდენობის დაფიქსირების მიხედვთ 4 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებს ჩატარებულად მიიჩნევს. ამ დროისათვის დაფიქსირებულია 1 მლნ 203 ათასი ამომრჩეველი.


“ამჟამად მიღებული მონაცემები იძლევა იმის განცხადების საშუალებას, რომ საპრეზიდენტო არჩევნები შედგა, თუმცა ეს დამშვიდების საშუალებას არ იძლევა და არჩევნების ჩატარებას  საბოლოო შედეგები განსაზღვრავს”, – განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ჭიაბერაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.


მისი თქმით, ამომრჩეველთა პროცენტული მაჩვენებელი განისაზღვრება  არჩევნებამდე რეგისტრირებულ 1 მლნ 793 ათას ამომრჩეველს დამატებული არჩევნების დღეს რეგისტრაცია გავლილ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის მიხედვით.

Exit mobile version