ეუთოს დამკვირვებლები საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგს განახორციელებენ

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლებთა დელეგაცია ასამბლეის პრეზიდენტის ბრიუს ჯორჯის ხელმძღვანელობით 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე მონიტორინგს განახორციელებს.


„იმედია ხვალინდელი არჩევნები უკეთესი იქნება, ვიდრე წინა არჩევნები. ევროპა ურჩევს საქართველოს საპარლამენტო არჩევნები მარტის თვის შემდეგ ჩაატაროს, რადგანაც მანამდე მისი მომზადება შეუძლებელი იქნება“, – განაცხადა ბრიუს ჯორჯმა მოქმედ პრეზიდენტთან ნინო ბურჯანაძესთან 3 იანვარს გამართული შეხვედრის შემდეგ.


საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგს ეუთოს 450 დამკვირვებელი განახორციელებს. 

Exit mobile version