ცსკო-ს თავჯდომარე არჩევნების მსვლელობით კმაყოფილია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარემ ზურაბ ჭიაბერაშვილმა დღეს განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ნორმალურ ვითარებაში მიმდინარეობს.


„არჩევნები ნორმალურად მიმდინარეობს. რაიმე სერიოზული პრობლემა არ დაფიქსირებულა. არსებობს გარკვეული ტექნიკური პრობლები, თუმცა ისინი არჩევნების ჩატარებას ხელს ვერ შეუშლიან“, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა 4 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე.


მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ამომრჩევლებს აქტიურობისკენ.

Exit mobile version