აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ადამ ერელიმ 1 იანვარს განაცხადა, „ჩვენ მივესალმებით სამართლიან და მშვიდობიან არჩევნებს საქართველოში, რომელიც ქართველი ხალხის ნებას გამოხატავს“.
„როგორც თქვენთვის ცნობილია, ჩვენ გასული არჩევნების [2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები] შემდეგ ვაგრძელებთ მუშაობას საქართველოსთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა დავეხმაროთ ქვეყანას უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭირვალე არჩევნების ჩატარება. მე ვფიქრობ, ჩვენმა ქვეყანამ გარკვეული წვლილი შეიტანა ამ საქმეში“, – განაცხადა ერელიმ ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე.