აჭარის ლიდერმა და აშშ-ის ელჩმა თბილისსა და ბათუმს შორის არსებული ვითარება განიხილეს

აჭარის ლიდერთან ასლან აბაშიძესთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ საქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ მაილსმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეხვედრაზე მხარეებმა ძირითადად ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის არსებული ვითარება განიხილეს.  


ასლან აბაშიძემ განაცხადა, რომ აჭარის ავრონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლები თბილისში ჩამოვლენ და სახელმწიფო მინისტრის ზურაბ ჟვანიას აბაშიძესთან შეხვედრის დროს გამოკვეთილ პრობლემებს ცენტრალურ ხელისუფლებასთან განიხილავენ.


„ზურაბ ჟვანია და ნინო ბურჯანაძე [პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი] კვლავ ჩამოვლენ ბათუმში და ჩვენ განვაგრძობთ მოლაპარაკებებს. აჭარაში არჩევნების ჩატარების პრობლემა არ არსებობს; ჩვენ მხოლოდ გვინდა, რომ ჩვენი მოთხოვნები გაითვალისწინონ“, – განუცხადა ასლან აბაშიძემ ჟურნალისტებს.


აჭარის ლიდერმა 20 დეკემბერს ზურაბ ჟვანიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გაეუქმებინა 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები პარტიული სიებით არაკონსტიტუციური იყო, რადგანაც მხოლოდ კონსტიტუციურ სასამართლოს აქვს ამის გაკეთების უფლება.

Exit mobile version