საქართველოს პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის თანამდებობაზე ეთერ ასტემიროვა დაამტკიცა.
ეთერ ასტემიროვა აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წევრია.
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის თანამდებობა დროებითია, რადგანაც სახელმწიფო სტრუქტურების რეფორმირების გეგმების შესაბამისად, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო გაუქმდება.