ბათუმში შექმნილი საზოგადოებრივი კომიტეტის დამფუძნებელი, მემედ აბაშიძის სახელობის სტიპენდიანტი ლევან კაჭარავა, რომელიც დაუდგენელმა პირებმა დღეს დილით გაიტაცეს ორი საათის შემდეგ სახლში დააბრუნეს.
“ლევან კაჭარავა სასტიკად არის ნაცემი. ჯერ-ჯერობით ვერ დადგინდა მისი გამტაცებლების ვინაობა. იგი გააფრთხილეს, რომ თუ მომავალშიც გააგრძელებს თავის საქმიანობას, მასზე ზეწოლა გაგრძელდება ”, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” საზოგადოებრივი კომიტეტის წევრმა თეა ჯღარკავამ.
ლევან კაჭარავა აჭარის მოსახლეობაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებისა და საზოგადოებრივი კომიტეტის დაფუძნების ერთ-ერთი ინიციატორია. კომიტეტი აჭარის ხელისუფლებას მისი პოლიტიკის გამო აკრიტიკებს.