ვლადიმერ პუტინი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ამის შესახებ მან დღეს რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირდაპირ ეთერში განაცხადა.


“საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბევრი კონფლიქტი დარჩა მოსაგვარებელი, მათ შორისაა ყარაბაღის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ამ პრობლემის მოგვარება რუსეთის ხარჯზე უნდა მოხდეს. არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციები და ვალდებულებები, ჩვენ მზად ვართ შევასრულოთ ნაკისრი ვალდებულებები. რუსეთი არ აპირებს ჩარევას ამ პრობლემების მოგვარებაში. მას შეუძლია მხოლოდ შუამავლის როლი შეასრულოს კონფლიქტების მოგვარების საქმეში. ამას კი პატიოსნად გავაკეთებთ”, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა 18 დეკემბერს. 


მისი თქმით, რუსეთი მომავალშიც დაუჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ოღონდ არ უნდა შეილახოს იმ ხალხთა ინტერესები, რომლებიც კონფლიქტის ზონაში ცხოვრობენ.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version