სააკაშვილი კრწანისის სამთავრობო რეზიდენციაში გადავიდა საცხოვრებლად

საპრეზიდენტო კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი 15 დეკემბერს კრწანისის სამთავრობო რეზიდენციაში გადავიდა საცხოვრებლად.


ცოტა ხნის წინ მან უარი განაცხადა სამთავრობო რეზიდენციაში გადასვლაზე და დასძინა, რომ მისი ოჯახი თბილისის ერთ-ერთ ჩვეულებრივ ბინაში იცხოვრებდა.


11 დეკემბერს ეროვნული უშიშროების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება სააკაშვილისთვის უსაფრთხოების ღონისძიებები გაეძლიერებინა და სთხოვეს მას კრწანისის სამთავრობო რეზიდენციაში გადასულიყო.


ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოვალეობის შემსრულებლის ჯემალ გახოკიძის განცხადებით, მათ აქვთ ინფორმაცია სააკაშვილზე შესაძლო თავდასხმების შესახებ.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version