დსთ-ის აღმასრულებელი მდივანი საქართველოში წინასაარჩევნო პროცესს განიხილავს

დსთ-ის აღმასრულებელი მდივანი იური იაროვი 15 დეკემბერს თბილისში ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში იგი დროებით მთავრობასთან წინა-საარჩევნო პროცესის მომზადების საკითხს განიხილავს.


მხარეები ასევე განიხილავენ დსთ-ის დამკვირვებელთა მონაწილეობის საკითხს 4 იანვრის საპრეზიდენტო  არჩევნებში.


იური იაროვი უკვე შეხვდა სახელმწიფო მინისტრს ზურაბ ჟვანიას და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარეს ზურაბ ჭიაბერაშვილს. მოგვიანებით, დაგეგმილია მისი შეხვედრა მოქმედ პრეზიდენტთან ნინო ბურჯანაძესთან.


იური იაროვი დსთ-ის დამკვირვებელთა ჯგუფს 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების დროსაც ხელმძღვანელობდა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version