მოქმედმა პრეზიდენტმა და გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხი განიხილეს

(თბილისი, 4 დეკემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – მოქმედი პრეზიდენტი ნინო ბურჯანაძე დღეს გაეროს სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოში ჰეიდი ტალიავინის შეხვდა.

შეხვედრის დროს მხარეებმა აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზები განიხილეს.

ჰეიდი ტალიავინიმ ბურჯანაძეს გაეროს გენერალური მდივნის კოფი ანანის წერილი გადასცა, რომელიც კონფლიქტის მოგვარების საქმეში გაეროს ხედვას შეიცავს. 

გაეროს სპეციალური წარმომადგენელი 5 დეკემბერს სოხუმში გაემგზავრება და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების თაობაზე კონსულტაციებს გამართავს. 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version