(თბილისი, 4 დეკემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – რუსული ენერგოკომპანია “რაო ეესი” უარყოფს საქართველოს ოფიციალურ პირთა მიერ გაკეთებულ განცხადებას ელექტროენერგიის ტარიფის შენარჩუნების თაობაზე.
“რაო ეეს”-ის განცხადებით, მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას ახალი სატარიფო სისტემის 1 აპრილიდან შემოღების თაობაზე.
ამასთან ერთად, “რაო-ეესი” აცხადებს, რომ საქართველოს ოფიციალურ პირთა განცხადება ტარიფების შენარჩუნების თაობაზე 1 აპრილის შემდეგ ნაადრევია და არ ეფუძნება რაიმე შეთანხმებას საქართველოს ხელმძღვანელობასა და “რაო ეეს”-ს შორის.
მოქმედი პრეზიდენტის პრეს-მდივანმა გიორგი არველაძემ 2 დეკემბერს განაცხადა, რომ მოლაპარაკებების შედეგად მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას ელექტროენერგიის ტარიფის შენარჩუნების თაობაზე. მისი თქმით, ტარიფი იქნება 12,4 თეთრი და მომავალშიც აღარ მოიმატებს.