(თბილისი, 3 დეკემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – თბილისში ელექტროენერგიაზე ტარიფი არ მოიმატებს. ამის თაობაზე სახელმწიფო მინისტრი ზურაბ ჟვანია ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა რუსულ მხარესთან, როემლთანაც მიღწეულია შეთანხმება ტარიფის ზრდის შენარჩუნების თაობაზე.
რუსულ კომპანია “რაო-ეეს-თან” დადებული ხელშეკრულების მიხედვით პირევლი დეკემბრიდან ელექტორენერგიაზე ტერიფი 13,7 თეთრი უნდა გამხდარიყო.
“მოლაპარაკების შედეგად ტარიფი 12,4 თეთრი იქნება და მომავალშიც აღარ მოიმატებს” – განაცხადა მოქმედი პრეზიდენტის პრესმდივანმა გიროგი არველაძემ.