მობილური კავშირის კომპანიის “მაგთიკომის” თბილისის ოფისთან დღეს დილით აფეთქება
მოხდა. არსებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.
სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენელთა განცხადებით, აფეთქება არც ისე
ძლიერი იყო, 3 დეკემბერს სახელმწიფო ტელევიზიის წინ მომხდარ აფეთქებასთან
შედარებით.
უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ 9 დეკემბერს განაცხადა, რომ გარკვეულ
ძალებს საპრეზიდენტო არჩევნების წინ პანიკის დათესვა სურს მოსახლეობაში; “თუმცა
სიტუაცია არც ისე საგანგაშოა, როგორც ეს ჩანს”, – დასძინა მინისტრმა.