ნინო ბურჯანაძე აჭარაში გაემგზავრა

 პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე დღეს დილით აჭარის ავტონომიურ რესპუბლაში გაემგზავრა.


იგი მოლაპარაკებებს გამართავს აჭარის ლიდერთან ასლან აბაშიძესთან და შეეცდება დაარწმუნოს იგი ბოიკოტი არ გამოუცხადოს 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებს.


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერი ასლან აბაშიძე საპრეზიდენტო არჩევნების 4 იანვარს ჩატარების წინააღმდეგია. მისი განცხადებით, არჩევნები შვიდი თვით უნდა გადაიდოს.


მოლაპარაკებების დროს მხარეები სავარაუდოდ რუსეთის მიერ აჭარისთვის გამარტივებული სავიზო რეჟიმის შემოღების საკითხსაც განიხილავენ.

Exit mobile version