(თბილისი, 29 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ლეიბორისტული პარტიის თბილისის ოფისთან დღეს გამთენიისას ხელყუმბარა აფეთქდა. არსებული ინფორმაციით, აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელთა ინფორმაციით, ინციდენტი პარტიის თავჯდომარის შალვა ნათელაშვილის დაშინებას ისახავდა მიზნად, რომელიც 4 იანვარს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას.