(თბილისი, 27 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე 144 ხმით 0 წინააღმდეგ ზურაბ ნოღაიდელის კანდიდატურა დაამტკიცა ფინანსთა მინისტრის პოსტზე. ნოღაიდელი მინისტრის პოსტს 2000-2002 წლებშიც იკავებდა.
ზურაბ ნოღაიდელი საქართველოს ახალი ლიდერების ახლო მეგობარია.
პარლამენტმა უკვე დაამტკიცა ზურაბ ჟვანიას კანდიდატურა სახელმწიფო მინისტრის პოსტზე.
პარლამენტმა დღესვე უნდა განიხილოს გიორგი ბარამიძის კანდიდატურა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე.