(თბილისი, 26 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთვის 3 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ჰუმანიტარული წამლები და სამედიცინო ნივთები გამოყო.
საჰაერო ტვირთი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამერიკის კერძო კომპანიასთან “ე ქოლ თუ სერვ ინთერნეიშნლ”-თან ერთად 25 ნოემბერს გამოაგზავნა.
“ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესს ქართველი ხალხის კეთილდღეობაში მათთვის დემოკრატიული საზოგადოებისკენ გარდამავალ პერიოდში”, – ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.