უშიშროების მინისტრი შეიარაღებული ფორმირებების გააქტიურებაზე საუბრობს

(თბილისი, 24 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია ქვეყანაში გარკვეული შეიარაღებული ფორმირებების  გააქტიურებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს ფორმირებება ასოცირდება პოლიტიკურ პარტიებთან.

“არსებობს ინფორმაცია შეიარაღებული ჯგუფების გააქტიურების შესახებ, რომლებიც გარკვეულ პოლიტიკურ ძალებთან ასოცირდება, თუმცა ჩვენ სიტუაციას ვაკონტროლებთ და ყველაფერი უმოკლეს ვადაში კანონიერების ფარგლებში უნდა მოხდეს. უნდა გატარდეს მკაცრი ზომები”, – განაცხადა დღეს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელის ნინო ბურჯანაძის ინიციატივით მოწვეულ უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ სახელმწიფო უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ.

ასევე პროვოკაციების შესაძლო მოწყობაზე საუბრობს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ჩხაიძეც. მისი თქმით, ამის მიუხედავად, სიტუაცია კონტროლდება.

Exit mobile version