(თბილისი, 22 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა უკვე გამოცხადებულია და მიღებული იქნება შესაბამისი ნორმატიული აქტები.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საგანგებო მდგომარეობის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება 48 საათში უნდა დაამტკიცოსპარლამენტმა. თუ პარლამენტმა არ დაამტკიცა განკარგულება, ის ავტომატურად შედის ძალაში.