(თბილისი, 21 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – “დღეს საქმე გვაქვს ევრუპული ტიპის საერთო, სახალხო, დემოკრატიულ, ხავერდოვან რევოლუციასთან”, – განაცხადა დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა მას შემდეგ, რაც მისი და გარეთიანებული ოპოზიციის სხვა ლიდერების მეთაურობით მთელი საქართველოდან ათასობით ადამიანი ჩამოვიდა თბილისში მშვიდობიანი საპროტესტო მსვლელბით ავტოკოლონების საშუალებით.
“დღეს მთელი მსოფლიო შემოგვყურებს ჩვენ და უნდა დაინახოს, როგორ მოხდება შევარდნაძის უსისხლო გადაყენება, საქართველოს ხალხის ღირსების აღდგენა, საქართველოსთვის ნათელი მომავლის უზრუნველყოფა”, – განაცხადა სააკაშვილმა.
ნაციონალების ლიდერმა ასევე მიმართა პარლამენტის შენობასთან შეკრებილ ადმიანებს, რომლების უმრავლესობასაც, მისი თქმით აჭარიდან ჩამოყვანილი პოლიციისა და სპეცსამსახურების თანამშრომლები შეადგენენ. “თქვენ გმართავთ დესპოტური რეჟიმი, მაგრამ ის ვერ გამოგიყენებთ. დღეს აჭარაც, ქართლიც და კახეთიც ერთიანია”.
სააკაშვილის თქმით, დასავლეთიდან მომავალ მშვიდობიან მსვლელობას გზად პოლიციელები ხვდებოდნენ და ესალმებოდნენ ღიმილით. “მათ მოსხნეს ბარიკადები და გზა გაგვითავისუფლეს, არ მეგულება პოლიციელი, რომელიც თავის ხახლს ესვრის, მაგრამ თუ ვინმე გაბედავს ამას, უნდა იცოდეს, რომ მას დედამიწის ზურჰზე არ დაედგომება”, – განაცხადა სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილმა თბილისის მოსახლეობასაც მოუწოდა თავისუფლების მოედნისკენ გავიდნენ და შეუერთდნენ მთელი საქართველოდან ჩასულ მოსახლეობას, რადგან მისი თქმით, თუ ხალხი ახლა დათმობს, 10-15 წელი და მთელი ცხოვრება სანანებლად დარჩება.
სააკაშვილის თქმით, 23 ნოემბერს გიორგობაა და საქართველოს ეს დღეს უნდა გაუთენდეს თავისუფალი, ეს იქნება სიკეტის გამარჯვება ბოროტებაზე, ბოროტების განსახიერება კი დღევანდელი რეჟიმია.
ნაციონალების ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ პიროვნულად დაპირისპირება არავისთან არ მოხდება. “პრეზიდენტი უნდა გადადგეს და წავიდეს, მისი გარემოცვიდან კი თუ ვინმე აღმართავს ხელს ხალხის წინააღმდეგ, უნდა იცოდეს საკადრისად დაისჯებიან.
“ჩვენ უნდა დავუმტკიცოთ ხალხს, რომ ჩვენ ნათელი მომვლის ერი ვართ”, – განაცხადა საკაშვილმა.