(თბილისი, 20 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს ელჩი რუსეთში ზურაბ აბაშიძე 19 ნოემბერს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანს ვლადიმერ რუშაილოს შეხვდა.
რუსეთის საინფორმაციო სააგენტოს “რია ნოვოსტის” ცნობით, მხარეებმა საქართველოში არჩევნების შემდგომ შექმნილი სიტუაცია განიხილეს.
რუშაილომ აღნიშნა, რომ რუსეთი, როგორც მეზობელი ქვეყანა, დაინტერესებულია საქართველოში სიტუაციის სტაბილურობაში და მხარს უჭერს პრობლემების მოგვარებას კონსტიტუციის ფარგლებში.