პრეზიდენტი სახელმწიფო ტელევიზიას აკრიტიკებს

(თბილისი, 19 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე სახელმწიფო ტელევიზიის მუშაობით უკმაყოფილოა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გაშუქებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, სახელმწიფო ტელევიზია დაკისრებულ მოვალეობებს არ ასრულებს.

“თუ სახელმწიფო ტელევიზიაა, მაშინ უნდა იცავდეს სახელმწიფოს ინტერესებს. მე არ ვითხოვ ჩემს ინტერესების დაცვას, არამედ სახელმწიფოსას”, – განაცხადა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტმა.

Exit mobile version