აშშ საქართველოსგან არჩევნების პრობლემის დროულად მოგვარებას მოითხოვს

(თბილისი, 19 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ადამ ერელიმ 18 ნოემბერს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ “ჩვენ მოვითხოვთ საქართველოს მთავრობისგან დროულად და სამართლიანად მოაგვარონ არჩევნების პრობლემა”.

“ლინ პასკო [აშშ სახელმწიფო მდივნის მრჩევლის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში] თბილისში ვიზიტის დროს საქართველოს პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს და ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა. მისი შეხვედრები 19 ნოემბერსაც გაგრძელდება”, – განაცხადა ადამ ერელიმ.

მისი თქმით, ლინ პასკოს საქართველოში ვიზიტის მიზანი იყო “გაერკვია ყველა საკითხი უმაღლესი დონის ოფიციალურ წარმომადგენლებთან შეხვედრებზე”.

“ლინ პასკო მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს ყველა პრობლემა მოაგვარონ საქართველოს კეთილდღეობისთვის. იმედია, საქართველოს მთავრობა არჩევნების შედეგებს 20 ნოემბერს გამოაცხადებს. საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, ეს შედეგების გამოცხადების ბოლო ვადაა”, – დასძინა ერელიმ.

Exit mobile version