სუუამ-ის ეროვნულ კოორდინატორთა შეხვედრა კიევში გაიმართება

(თბილისი, 18 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – სუუამ-ის (საქართველო, უკრაინა, უზბეკეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა) ეროვნული კოორდინატორები 18-19 ნოემბერს კიევში შეიკრიბებიან.

რუსეთის საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტის” ცნობით, შეხვედრის მონაწილენი ვაჭრობისა და ტრანსპორტის განვითარების, ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულის და ნარკოტიკების გადაზიდვის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს განიხილავენ.

გარდა ამისა, მხარეები სუუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შემდეგი შეხვედრის მომზადების საკითხებს განიხილავენ.

სუუამ-ის წევრი ქვეყნების დელეგაციების გარდა, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ამერიკის შეერთებული შტატების, ბულგარეთის, უნგრეთის, თურქეთის, ევროკავშირისა და ეუთო-ს წარმომადგენლები.

Exit mobile version