აღორძინების კავშირი მასობრივი საპროტესტო აქციის ჩატარებას გეგმავს

(თბილისი, 17 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – აღორძინების კავშირის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ცოტნე ბაკურიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტია კონსულტაციებს მართავს ლეიბორისტულ პარტიასა და “მრეწველებთან”, რათა შეიმუშავონ ერთობლივი ღონისძიებები ოპოზიციის გეგმების წინააღდეგ.

აღორძინების კავშირი 18 ნოემბერს თბილისში საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს.

ცოტნე ბაკურიას განცხადებით, ისინი 20 000-მდე მხარდამჭერს შეკრებენ აქციაში მონაწილეობის მისაღებად.

Exit mobile version