პრეზიდენტ შევარდნაძეს დღეს კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი ჰქონდა თავის რუს კოლეგასთან ვლადიმერ პუტინთან.
პუტინი საქართველოში არსებული სიტუაციით დაინტერესდა და სტაბილურობის შენარჩუნებას დაუჭირა მხარი.
ამჟამად მოსკოვში ვიზიტით იმყოფება აჭარის ლიდერი ასლან აბაშიძე. ორი დღის წინ შევარნაძე უკვე ელაპარაკა პუტინს და არჩევნების ჩატარების შესახებ ესაუბრა.