ოპოზიცია მოსახლეობას სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის ცენტრში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს მოუწოდა გამოაცხადონ სამოქალაქო დაუმორჩილებლობა ქვეყნის მასშტაბით ხელისუფლების წინააღმდეგ.

“მოვუწოდებ თითოეულ მოქალაქეს, გამოვაცხადოთ სამოქალაქო დაუმორჩილებლობა შევარდნაძის რეჟიმის წინააღმდეგ. მოვუწოდებ პოლიციას და არმიას, არ დაემორჩილონ ხელისუფლების ბრძანებებს. მოვუწოდებ სახელმწიფო ორგანიზაციების თანამშრომლებს შეწყვიტონ მუშაობა ხელისუფლებისთვის და მოახდინონ სახელმწიფო ორგანიზაციების პარალიზება”, – განაცხადა სააკაშვილმა საპროტესტო აქციაზე გამოსვლისას.

Exit mobile version