შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ძალოვანი სტრუქტურები მზად არიან საჭიროების შემთხვევაში ძალა გამოიყენონ.
“რაც არ უნდა მოხდეს ქვეყანაში, ჩვენ ვიმოქმედებთ საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში. ნურავინ ნუ იფიქრებს, რომ ჩვენი შეშინება ასე ადვილია”, – განაცხადა ნარჩემაშვილმა 14 ნოემბერს.
მინისტრმა არ გამორიცხა, რომ ქვეყანაში შესაძლოა პროვოკაციები მოხდეს და დასძინა, რომ ისინი მზად არიან პრეზიდენტი დაიცვან.
“ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ პრეზიდენტის უსაფრთხოება. თუ შეიარაღებული ხალხი შეიჭრება კანცელარიაში, ჩვენ კანონის ფარგლებში ვიმოქმედებთ”, – განაცხადა მინისტრმა.
არაოფიციალური ინფორმაციით, 200-მდე შეიარაღებული ადამიანი სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირებას გეგმავს.