საზღვარგარეთის უბნებიდან შემოსულ ხმებს ხელახალა დაითვლიან

(თბილისი, 14 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ 13 ნოემბერს მიღებული დადგენილების თანახმად, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების მიერ 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებზე მიცემული ხმები ხელახლა უნდა დაითავლოს და სიები გადამოწმდეს.

ნაციონალურმა მოძრაობამ, ლეიბორისტულმა პარტიამ და ორგანიზაცია “სამართლიანმა არჩევნებმა” სასამართლოში სარჩელი ამომრჩეველთა რაოდენობის ხელოვნურად გაზრდის მოტივით შეიტანეს.

სასამართლომ გააუქმა ის შემაჯამებელი ოქმები, რომლის მიხედვითაც, საზღვარგარეთ საქართველოს 80 ათასმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა 2 ნოემბრის არჩევნებში.

მიღებული ბიულეტენების მიხედვით, ხმათა უმრავლესობა სახელისუფლებო ბლოკს,
“ახალ მემარჯვენეებს” და “მრეწველებს” ეკუთვნოდათ.

Exit mobile version