(თბილისი, 13 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – სოციოლოგმა გიგი თევზაძემ, არასამთავრობო ორგანიზაცია “კორუფციის კვლევითი ცენტრის” თავმჯდომარემ ნიკოლოზ ონიანმა და ჟურნალისტმა დავით კიკალიშვილმა 12 ნოემბერს განაცხადეს, რომ ისინი ხელისუფლების მიმართ პროტესტის ნიშნად ტოვებენ სახელმწიფო კანცელარიასთან არსებულ ანტიკორუფციულ საბჭოს.
მათი განცხადებით, დღევანდელი ხელისუფლება და პრეზიდენტი “ხალხს ემიჯნება და ამიტომ არ არსებობს მიზეზი ანტიკორუფციული საბჭოს წევრები ვიყოთ”, რომელიც პრეზიდენტ შევარდნაძის საკონსულტაციო ორგანოს წარმოადგენს.