მრავალათასიანი საპროტესტო აქცია ოპოზიციას იმედს მატებს

ოპოზიციის ლიდერები თბილისში, თავისუფლების მოედანზე მორიგი მიტინგის გამართვას საკუთარი ხმების დაცვის მიზნით დღეს საღამოს გეგმავს.

ოპოზიციური პარტიების, ბლოკი “ბურჯანაძე-დემოკრეტების” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შეკრების მეორე დღეს პარტიის ლიდერებმა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში შეკრებილ ათასობით ხალხს პირევლი გამარჯვების შესახებ ინფორმაცია გააცვნეს.

“ბურჯანაძე-დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჟავნიას განცხადებით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიაM აღიარა “ბურჯანაძე-დემოკრატების” 7% ბარიერის გადალახვის ფაქტი და ასევე ის, რომ ქუთაისში მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვება ნინო ბურჯანაძემ მოიპოვა.

დღესვე ზურაბ ჟვანიამ მოსახლეობას გააცნო ის ძირითადი პრონციპები, რომლისთვისაც გააგრძელებენ ბრძოლას. პირველი ხელისუფლების მხრიდან არჩევნებში ოპოზიციის გამარჯევბისა და ნაციონალური მოძრაობის პირველ ადგილზე გასვლის აღიარება.

“ამის შემდეგ ოპოზიცია უკვე პარლამენტში გააგრძელებს ბრძოლას, რათა მშვიდობიანი გზით წერტილი დაესდვას შევარდნაძის მართველობას” – განაცხადა ზურაბ ჟვანიამ.

“ეს პირველი გამარჯვებაა. ჩვენ დავიწყეთ გამარჯვებით სვლა. ის რაც მოხდა ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებამ დაიწყო უკან დახევა და არჩევნების რეალური შედეგების დაფიქსირება, მათ დაინახეს, რომ არა პოლიტიკოსები, არამედ ხალხი ძალიან გაბრაზებულია და არ აპირებს დათმობაზე წასვლას” – განაცხადა ზურაბ  ჟვანიამ.

“პრეზიდენტი და ხელისუფლება პასუხისმგებლია იმაზე, რაც ხდება დღეს ქვეყანაში. პრეზიდენტმა პასუხი უნდა აგოს იმაზე, რომ ჩვენი მოსახლეობა ასეთ მძიმე პირობებში ცხოვრობს. ჩვენ არ დაუშვებთ გაყალებებას და დავიცავთ ჩვენს ხმებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი ბრძოლა სერიოზული გახდება. ჩვენ ვიბრძოლებთ ხალხის ბედნიერებისათვის” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 

“საზოგადოება პრეზიდენტს აძლევს არჩევანს ან გადადგეს, ან აღიაროს არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვება. ჩვენ არ ვცვლით ჩვენ ლოზუნგს პრეზიდენტის გადადგომის შესახებ და მოუწოდებთ იმოქმედოს სამართლიანად, წინააღმდეგ შემთხვევაში  14 ლარიანი პენსია მისთვის გამზადებულია, რომლის ღირისც არ არის” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

“ბურჯანაძე-დემოკრატებთან” და “ნაციონალურ მოძრაობასთან” გვერდზე მდგომმა “ერთობის” ლიდერმა ჯუმბერ პატიაშვილმა საქართველოს პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრა მოითხოვა, სადაც იგი მის წინააღმდეგ არსებულ მასალებს წაუდგენდა.
 
ფილარმონიაში შეკრებილი ოპოზიციური პარტიების ლიდერები დღეს ხალხს მოუწოდებდნენ არ აჰყოლოდნენ პროვოკაციას და ემოქმედათ მშვიდობიანი გზით საკუთარი სიმართლის დასაცავად. მათი განცხადებით ხელისუფლება ხალხს ძალის გამოყენებით აშინებს და მობილიზებული ჰყავს სამართალდამცავი ორგანოების და შინაგანი ჯარების ნაწილები.

დამკვირვებლები მიიჩნევენ, რომ შექმნილი სიტუაცია მართლაც სახიფათოა, რადგან არც ოპოზიცია და არც ხელისუფლება დათმობაზე წასვლას, როგორც ჩანს არ არპირებეინ.
 
“საფრთხე არის მოსალოდნელი ხელისუფლება ეთამაშება ცეცხლს და ოპოზიციაც საკმარისად მკვეთ განცხადებას აკეთებს. რაც შეეხება არჩევნებს, ჩატარდა ძალიან ცუდად. ეს საპროტესტო გამოსვლები სინამდვილეში იყო ხელისუფლების პროვოცირებული რადაგანაც იქ სადაც გასდიოდათ მიმდინარეობდა სერიოზული გაყალბები. ასეთი ქმედება უბიძგებს, მეორე ძალასაც გადადგას საპროტესტო ნაბიჯი” – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას მშვდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გია ნოდიამ. 

“საზოგადოებამ გაიმარჯვა და ეს ყველაზე სერუიზული შედეგია ამ არჩევნებისა. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რადმენად დაუჭერს მხარს ხალხი საკუთარ არჩევანს. არ ვიაქტიურებთ და ვიქნებით პასიურები, ხელისუფლება დაიწერს 80%. ხელისუფლებიდან რაიმე მოქმედების აუცილებლობას კი მე ვერ ვხედავ. ყველა ეს ქმედება (მშვიდობიანი მანიფესტაცია)კონსტიტუციით გათავლისწინებულა. თავად სამართლიანი არჩევნების შედეგების აღიარება კი არა ცსკო-ს თვამჯდომარის ნანა დევდარიანი ხელშია, არამედ პრეზიდენტის. ნანა დევდარიანი არის უმნიშვნელო ფიგურა ამ თამაშში, არჩევნების ხმებს ითვლის პირადად შევარდნაძე” – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა ლევან ბერძენიშვილმა.
 
რაც შეეხება საპროტესტო აქციებისადმი სხვა ოპოზიციური ძალების შეერთებას, დღესაც არ მოხერხდა. ლეიბორისტული შრომის პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ზურაბ ჟვანია, მიხეილ სააკაშვილი და ნინო ბურჯანაძე დესტაბილიზაციის პროვოცირების მოწყობაში დაადანაშაულა. უფრო ადრე კი “ნაციონალების,” “ბურჯანაძე-დემოკრატებისა” და “ერთობის” ინიციატივა არ გაიზიარა “ახალმა მემარჯვენეებმა.”

“მე ძალიან გაოცებული ვარ მათი პოზიციით. მეგონა, რომ დღეს მაინც შემოგვიერთდებოდნენ, მაგრამ მათ ეს არ ისურვეს, რაც ძალიან სამწუხაროა. ჩვენ ვიბრძვით არა მარტო ჩვენი ხმების დასაცავად არამედ მათთვისაც” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისი თქმით, “ბურჯანაძე-დემოკრატები” პარლამენტში მისვლის დროსაც გააგრძელებენ ნაციონალური მოძრაობასთან თანამშრომლობას.

“ოპოზიციურ პარტიებს გაერთიანება არჩევნებამდე, რომ გავეკეთებინა ახლა ასეთ მდგომარობაში არ ვიქნებოდით, თუმცა ეს ნაბიჯი ჩვენ უკვე გადავდგით ნაციონალებთან და ყველა საკითხის გადაჭრას  ერთობლივად ვეცდებით” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ 

“ლეიბორისტები, მრეწველები, აღორძინება და მათ შორის ახლებიც ოპოზიცია არ არის და ეს ვისაც ასე ჰგონია ძალიან  შემცდარა. ახლა ჩვენ ვიცით თუ ვინ არის ნამდვილი ოპოზიაცია. ეს არის გამარჯვებული ოპოზიცია” – აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.

ფილარმონიაში შეკრების შემდეგ ოპოზიციის ლიდერები მიხეილ სააკაშვილი რუსთავში, ხოლო ნინო ბურჯანაძე ქუთაისში გაემგზავრნენ საკუთარ მხარდამჭერებთან შესახვედრად და მათი უფლებების დასაცავად.

დღესაც მთელ რიგ რაიონებში, ზუგდიდში, ფოთში, თელავში, სამტრედიაში მიმდინარეობდა საპროტესტო აქციები არჩევნების სამართლიანი შედეგების აღიარების მოთხოვნით. ოპოზიციური პარტიები ასევე დარწმუნებული არიან, რომ მათ მოთხოვნას მხარს უჭერენ საერთაშორისო ოგანიზაციები და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები.
 
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ოპოზიციის მთავარ მოთხოვნას აშშ-ს ელჩის რიჩარდ მაელსის მიმართვაც ნაწილობრივ ეხმაურება, სადაც იგი საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას მოითხოვს და იმედოვენბს, რომ ედუარდ შევარდნაძე უზრუნველყოფს ამ არჩევნების სამართლიანობას და ამით ხელს შეუწყობს ჩვენ ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას.

Exit mobile version