ბურჯანაძე ეუთო-ს მოკლევადიან დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

(თბილისი, 4 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის თავჯდომარე და “ბურჯანაძე-დემოკრატების” ლიდერი ნინო ბურჯანაძე დღეს ეუთოს მოკლევადიან დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელს ბრიუს ჯორჯს შეხვდა.

მათ საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებული დარღევების შესახებ ისაუბრეს.

“მე ჩემი პოზიცია დავაფიქსირე. ხელისუფლება გვეთამაშება. უნდათ, რომ ჩუმად ვიყოთ, რათა შემდეგ 7%-იანი ბარიერის გადალახვის უფლება მოგვცენ. მაგრამ, ჩვენ ასე არ მოვიქცევით”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ ეუთო-ს დამკვირვებელთან შეხვედრის შემდეგ.

ბრიუს ჯორჯის განცხადებით, ეუთო-ს მიერ არჩევნების თაობაზე გაკეთებული საბოლოო დასკვნა საკმაოდ მკაცრი და კრიტიკული იქნება.

Exit mobile version