(თბილისი, 3 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – “ბურჯანაძე-დემოკრატების” საარჩევნო ბლოკი აცხადებს, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ არჩევნებში გაიმარჯვა”, – განაცხადა პარლამენტის თავჯდომარემ და “ბურჯანაძე-დემოკრატების” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ 3 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.
“აშკარაა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ მოიგო არჩევნები 2 ნოემბერს, თუმცა, ჩვენ შეშფოთებული ვართ წინასწარი ოფიციალური შედეგებით, რომლის მიხედვითაც, სახელისუფლებო ბლოკი იგებს არჩევნებს”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
“ბურჯანაძე-დემოკრატების” წარმომადგენლები ხელისუფლებას არჩევნების მასიურ გაყალბებაში ადანაშაულებენ.