“გლობალური სტრატეგიის ჯგუფი” თბილისის რაიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისთვის მიცემული ხმების “ეგზით პოლის” წინასწარ მონაცემებებს აქვეყნებს, რომლის მიხედვით, მთაწმინდის რაიონში პირველ ადგილზე ოპოზიციურ ბლოკ “ბურჯანაძე-დემოკრატების” წევრი გიგი წერეთელია ხმების 23,8%-ით, მეორეზე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გია თორთლაძე – 19,2%-ით, მესამეზე – “ახალი მემარჯვენეების” წარმომადგენელი ვახტანგ ხმალაძე – 11,4%-ით და მეოთხე ადგილზე ბლოკი “ახალი საქართველოსთვის” წევრი ზურაბ ბიბილეიშვილი – 10,10%-ით.
ვაკის რაიონში პირველ ადგილზე ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერი ლევან გაჩეჩილაძეა – 29.9%-ით, მეორე ადგილზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრი – მაია ნადირაძე 28,5%-ით, მესამეზე – ბლოკი “ახალი საქართველოსთვის” წევრი ლევან ჩრდილელი – 10,4%-ით.
საბურთალოს რაიონში პირველ ადგილზეა ნაციონალური მოძრაობის წევრი გივი თარგამაძე – 20,8%-ით, მეორეზე “ახალი მემარჯვენეების” წევრი რევაზ შავიშვილი – 18%-ით, მესამე ადგილზე ბლოკი “ბურჯანაძე-დემოკრატების” წევრი ვასილ მაღლაფერიძე – 14,9%-ით.
დიდუბის რაიონში პირველ ადგილზე ბლოკი “ბურჯანაძე-დემოკრატების” წევრი გიორგი ბარამიძე – 32,7%-ით, მეორეზე ჯემალ მარგველაშვილი – 13,8%-ით, მესამეზე “ახალი მემარჯვენეების” წევრი დავით კოღუაშვილი – 12,2%-ით.
გლდანის რაიონში პირველ ადგილზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრი კობა დავითაშვილია – 23%-ით, მეორეზე “ლეიბორისტული პარტიის” წევრი გიორგი გუგავა – 16,8%-ით, მესამეზე “ახალი მემარჯვენეების” წევრი თემურ გოცაძე – 14,9%-ით, გურამ შარაძემ ხმების 7,8% მოაგროვა.
სამგორის რაიონში ბლოკი “ბურჯანაძე-დემოკრატების” წევრი მიხეილ მაჭავარიანი ხმების 22,8%-ით, მეორეზე – ბლოკი ახალი საქართველოსთვის წევრი პანტიკო თორდია – 16,1%.
ფოთში პირველ ადგილზეა რომან მელია ხმების 19,2%-ით, მეორეზე ზურაბ ნასარია – 10,2%-ით. გორში პირველ ადგილზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ირაკლი ოქრუაშვილი – 29,4%-ით, მეორეზე გიორგი ყანჩაველი – 8,1%-ით.