თბილისსა და ქუთაისში ხმის მიცემის პროცედურის ვადა გადაიწია

(თბილისი, 2 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, 2 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნებზე თბილისში ხმის მიცემის პროცედურა ერთი საათით გადაიწია და საარჩევნო კომისიები 20 საათის ნაცვლად 21 საათზე დაიხურება. ხმის მიცემის პროცედურა ასევე გადაიწია ქუთაისშიც 24 საათამდე.

საქართველოს ყველა დანარჩენ რეგიონში საარჩევნო უბნები 20 საათზე დაიხურა და ხმის მიცემის პროცესი შეწყდა.

ხმის მიცემის პროცესის გაგრძელების შესახებ გადაწვეტილების მიღება საარჩევნო უბნების დაგვიანებით გახსნამ და ამომრჩეველთა სიების უზუსტობამ გამოიწვია, რის გამოც მოქალაქეთა დიდმა ნაწილმა ვერ მოასწრო სიებში თავის აღდგენა და ხმის მიცემა.

Exit mobile version