(თბილისი, 2 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – უშიშროების მინისტრის ვალერი ხაბურძანიას განცხადებით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, 2 ნოემბერს გამთენიისას სამართალდამცავმა ორგანოებმა თბილისის მახლობლად იარაღის სამალავი აღმოაჩინეს.
“არსებობს ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის დანაღვმა. ასევე ხელყუმბარის შეგდება ხალხმრავალ ადგილას, რაც სამოქალაქო დესტებილიზაციას გამოიწვევდა”, – განაცხადა დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე ვალერი ხაბურძანიამ.
მისი ინფორმაციით, ამ ქმედებაში ეჭვმიტანილი არიან ყოფილი მებრძოლების ერთ-ერთი დანაყოფი, რაც უშიშროების სამინისტროსთვის უკვე ცნობილია, თუმცა მათი ვინაობის შესახებ მინისტრი კონკრეტულ ინფორმაციას არ ავრცელებს.