ცსკო-მ ახალი განკარგულება გამოსცა

(თბილისი, 2 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი განკარგულებით, იმ ამომრჩევლებს, რომლებიც საარჩევნო სიებში ვერ მოხვდნენ, შეუძლიათ საოლქო კომისიაში მივიდნენ და შინაგან საქმეთა სამინისტროდან გადმოგზავნილ საპასპორტო მონაცემების მიხედვით გადაამოწმონ სიები.

ამ განკარგულებას ცსკო-ს თავმჯდომარემ დღეს 16 საათვისთვის მოაწერა ხელი. ნანა დევდარიანის ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ ცსკო-ს ის წევრები, რომლებიც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არიან. მათი განცხადებით, მართალია საარჩევნო სიებში ამომრჩეველთა დიდი რაოდენობა არ არის შეყვანილი, მაგრამ მათი საერთო რაოდენობა მიზერულია და ამ მიზნით განკარგულების გამოცემა უსაფუძვლოა.

Exit mobile version