(თბილისი, 2 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – სახელისუფლებო ბლოკის “ახალი საქართველოსთვის” წევრებმა უკვე მიიღეს მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში.
სახელმწიფო მინისტრისა და ბლოკის ლიდერის ავთანდილ ჯორბენაძის განცხადებით, არჩევნები ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.
თუმცა, დამკვირვებლებს სრულიად განსხვავებული ინფორმაცია აქვთ. მათი განცხადებით, უამრავი პროცედურული და იურიდიული დარღვევა დაფიქსირდა საქართველოს მასშტაბით.