(თბილისი, 2 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა მიხეილ სააკშვილმა დღეს არჩევნებში მონაწილეობის მიღება ვერ შეძლო. “მე არ ვიყავი სიებში, ამიტომაც ვერ მივეცი ხმა”, – განუცხადა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს თავის საარჩევნო უბანთან.
თუმცა, გაუგებარია სააკაშვილმა გადაამოწმა თუ არა თავისი გვარი ამომრჩეველთა სიაში. არსებული ინფორმაციით, სააკაშვილმა ეს განცხადება ისე გააკეთა, რომ არც შესულა საარჩევნო უბანში.