“სამართლიანი არჩევნები” ამომრჩეველთა აქტივობას ნორმალურად მიიჩნევს

(თბილისი, 2 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების განცხადებით, დარღვევების დიდი რაოდენობა არჩევნების დროს გამოწვეულია საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა მიერ ხმის მიცემის პროცედურების არცოდნით.

“სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენელი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ შუადღისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ საქართველოს მასშტაბით 14% შეადგინა, რაც, ჭიაბერაშვილის თქმით, სავსებით ნორმალურია.

Exit mobile version