ახალციხეში “ახალი მემარჯვენეების” ოფისი ააფეთქეს

(თბილისი, 1 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ახალციხის რაიონულ ცენტრში იმ ადგილზე, სადაც ოპოზიციური პარტია “ახალი მემარჯვენეების” შტაბ-ბინაა განთავსებული, დღეს დაახლოებით 20 საათზე დაუდგენელმა პირებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ააფეთქეს. აფეთქების შედეგად ორი ახალგაზრდა დაშავდა, ერთი მათგანი “ახალი მემარჯვენეების”, მეორე კი “გაერთიანებული დემოკრატების” მხარდამჭერია.

“ორივე ახალგაზრდა საკმაოდ მძიმედ არის დაშავებული, ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი”, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” ახალი მემარჯვენეების ახალციხის რეგიონალური ორგანიზაციის წარმომადგენელმა მანანა ნაჭყებიამ.

აფეთქების ადგილზე გამოცხადდნენ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები. მიმდინარეობს გამოძიება.

Exit mobile version